ავტორი: / 06/03/2017 / კომენტარი არ არის / ,

საინტერესო ფაქტები ჟურნალ Vogue - ის შესახებ

ჟურნალი Vogue ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალია მოდაზე. მისი მთავარი იდეაა გაგვაცნოს მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების ცხოვრება, მოდა და ცხოვრების სტილი.
პირველ გამოცემაში დაიბეჭდა თომას ჯენვიერის მოთხრობა, მაგრამ მხატვრულმა ლიტერატურამ ვერ იპოვა თავისი მუდმივი მკითხველი. ჟურნალი კარგად ილუსტრირებული იყო და  წერდნენ თეატრზე, კონცერტებზე, გამოფენებზე და ახალ წიგნებზე.
123 წლის განმავლობაში Vogue  იყო  მოდის სიახლეებისა და ცნობილის ადამიანების ცხოვრების სიახლეების გასაცნობი საიმედო წყარო.

Mellcy.com გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ჟურნალზე.

PicMonkey Collage.jpg


○ პირველი ნომერი 1892 წლის 17 დეკემბერს გამოიცა. ფასი 10 ცენტი იყო.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img01_b.jpg

○ 1905 წელს ჟურნალი წარმატებულმა  გამომცემელმა კონდე ნასტმა იყიდა და მას შემდეგ ჟურნალი ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა. 1973 წელს კი ჟურნალი ყოველთვიური გახდა.
AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img03_b-688x688.jpg
○ ედნა ვულმან ჩეიზი არის ერთადერთი მთავარი რედაქტორი, რომელიც გაჩერდა ამ თანამდებობაზე 37 წელი. (1914 - 1951 ) მან ორჯერ გადაარჩინა ჟურნალი დახურვას. იგი არ ნებდებოდა და სჯეროდა ჟურნალის წარმატება. მისი ერთადერთი მოთხოვნა იყო სცმოდათ თანამშრომლებს შავი აბრეშუმის გეტრები და ფეხსაცმელი ღია ცხვირით.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img04_b-688x688.jpg

○ საინტერესოა, რომ ჟურნალის მთავარი ცვლილებები მისი გარეკანით იწყებოდა. მაგ:ფერადი ფოტოები შეცვალეს ილუსტრაციებით .  ერთი პერიოდი ილუსტრაციებს სალვადორ დალიც ხატავდა.
AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img02_b-688x688.jpg

○ ბრიტანული Vogue  გახდა მეორე გამომცემლობა, რომელსაც Brogue ეწოდა.  შემდეგ გამოიცა ფრანგული ვერსია სახელწოდებით Frogue. საბედნიეროდ ამ სახელწოდებებმა არ გაამართლა.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img07_b-688x688.jpg
○ ვოგში კარიერა დაიწყეს ისეთმა ფოტოგრაფებმა, როგორიცაა: სესილ ბიტონი, მარიო ტესტინო, ნორმა პარკინსონი...


○ პირველი შავ კანიანი მოდელი, რომელიც გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე იყო დონიელ ლუნა. 1966წ. ლუნა იყო ენდი უორხოლის ერთ-ერთი მუზა.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img09_b-688x688.jpg

○ 2005 წელს ჩინურ Vogue გამოჩნდა ავსტრალიელი მოდელი ჯემა ვარდი, რამაც გაზარდა მხითხველის რაოდენობა 1, 361, 288 ადამიანით.
AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img11_b-688x688.jpg

○ მთელს მსოფლიოში  Vogue-ს  22 გამომცემლობაა. ყველაზე ხშირად გარეკანზე ქეით მოსი დაიბეჭდა. (60 ჯერ. აქედან 27 ბრიტანულ ვოგში)  ჯიჯი ჰადიდი გამოჩნდა  12 თვეში 16 გარეკანზე.
ჯინ შრიმპტონი 20 ჯერ ამერიკულ ვერსიაში.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img12_b-688x688.jpg

○ მამაკაცები  Vogue-ს გარეკანზე იშვიათობაა. პირველი რიჩარდ გირი იყო, რომელიც იმჟამინდელ მეუღლესთან სინდი კროუფორდთან ერთად გამოჩნდა. 8 წლის შემდეგ ჯორჯ კლუნი.
AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img13_b-688x688.jpg

○ დღეს დღისობით ინსტაგრამზე  7,925,208 ჰეშტეგია სახელწოდებით Vogue.

AUS_15things_Voguecovers_VGA_20161022_img14_b-688x688.jpg
Related Posts

No comments:

Post a Comment

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram