ავტორი: / 29/12/2016 / კომენტარი არ არის / ,

ეს საოცარი მსოფლიო: ანდრომედას გალაკტიკის ფოტოები გადაღებული შვეიცარიაში

ფოტოგრაფი სანდრო კასუტი შვეიცარიის ერთ პატარა, მაგრამ განსაკუთრებულ ქალაქში ცხოვრობს, საიდანაც იშლება სოცარი ხედი ღამის ცაზე.
ცოტა ხნის წინ, სადრომ წარმოადგინა მომაჯადოებელი ფოტოები,  სადაც აღბეჭდილია ანდრომედას გალაკტიკა, რომელიც დაახლოების 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება დედამიწიდან.
ფოტოები სოფელ ვალესშია გადაღებული, სადაც მოსახლეობა 1000 ადამიანზე ნაკლებია. ფოტოების გადაღებაში მას ძმა ეხმარება. 2 წლის წინ მათ წამოიწყეს პროექტი Cosmic Art Photography და მას შემდეგ რეგულარულად ავსებენ კოლექციას.


სანდრო-ტატუ სალონის მფლობელია, იგი დღე კლიენტებთან მუშაობს, საღამოს კი ღამის ცის გადასაღებად მიემართება. ფოტოებზე ანდრომედა წელიწადის სხვადასხვა დროსაა გადაღებული, ეს გალაკტიკა ყველაზე ახლოს მდებარეობს დედამიწასთან.


ანდრომედას გალაკტიკაზე ტრილიონი ვარსკვლავია. ხანდახან სანდროს ეძლევა შანსი გადაიღოს რამდენიმე. ეს საოცარი ფოტოები არა მხოლოდ ასტრონომიის მოყვარულებს არამედ ყველას მოეწონება.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram