ავტორი: / 06/12/2016 / კომენტარი არ არის / , ,

ვატნაიეკუდლი - ყველაზე დიდი მყინვარი ევროპაში

ევროპის ყველაზე დიდ ეროვნულ პარკში, "ვატნაიეკუდლი-ში" არის მყინვარი, რომლის შიგნით დამალულია ულამაზესი გამოქვაბული. სწორედ ამ გამოქვაბულში ფოტოგაფმა ეინარ სიგურდს რიუნამა (Einar Runar Sigurdsson) გადაიღო თვალწარმტაცი პეიზაჟები, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბუნების სრულყოფილებას.
 ვატნაიეკუდლი — უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში, მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და  ტერიტორიის 8 % უჭირავს (8 133 კმ²). მოცულობით ვატნაიეკუდლი უდიდესია ევროპაში, ხოლო ტერიტორიით — მეორე.

ყინულის საშუალო სისქე 400 მეტრია, მაქსიმალური — 1000 მეტრი.

მყინვარი და მისი შემოგარენი ნაციონალურ პარკად 2008 წელს აღიარეს.
მის ქვეშ  რამდენიმე  ვულკანი მდებარეობს.
ზოგიერთი ყინულის გამოქვაბული წყლით სავსეა და იქ მოხვედრა მხოლოდ ზამთრის ყველაზე ცივ დროსაა  შესაძლებელი, როდესაც წყალი იყინება. 
ზოგიერთი კი ესეთი საშიშია, რომ იქ არავის უშვებენ. 
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram