ავტორი: / 02/10/2016 / კომენტარი არ არის / , , ,

უანა ბეფორტის ილუსტრაციები


უანა ბეფორტი (Oana Befort ) რუმინეთიდანაა. აქვს მაგისტრის ხარისხი გრაფიკულ დიზაინში. რაღაც დროის განმავლობაში დიზაინით იყო დაკავებული სარეკლამო და ბრენდინგის სააგენტოებში. ამჟამად ნებრასკაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მუშაობს ფრილანსერ-ილუსტრატორად და თანამშრომლობს მრავალ ბრენდთან.უანა ბავშვობიდან გიჟდებოდა ხატვაზე და როდესაც მიატოვა დიზაინერად მუშაობა, რომ ყოფილიყო დედა, შექმნა ბლოგი oanabefort.com და დაიწყო თავისი ნახატების ატვირთვა.
მისი ნამუშევრები ყოველთვის საყვარელი, თბილი და ფაქიზია, შთაგონებული ბუნებით და ეროვნული მოტივებით. იგი ძირითადად აკვარელით ხატავს. ნახატის სირთულისა და დეტალების სიმრავლის მიუხედავად მისი აკვარელი ყოველთვის დახვეწილია.
ყვავილები, მცენარეები, ცხოველები (განსაკუთრებით ირმები) მისი ნამუშევრების ძირითადი თემაა. ეს მისი ნამუშევრების ნაწილია, ვრცლად დახატვის პროცესის, ჩანახატების და სხვა უამრავი ილუსტრაციების ნახვა შეგიძლიათ მის ბლოგში და ინსტაგრამზე

Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram