ავტორი: / 02/10/2016 / კომენტარი არ არის / , , ,

DO YOU TRAVEL - ჯეკ მორისის შთამბეჭდავი instagram


მოგზაურის ჯეკ მორისის ფოტოების ნახვის შემდეგ შეიძლება ცოტა შეგძულდეთ თქვენი ცხოვრება. :) (მე მაგალითად კი)
მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს მის ინსტაგრამს და გადაადგილებას მსოფლიოს გარშემო. ჯეკი  25 წლისაა.  5 წლის წინ იყიდა ბილეთი ერთი მიმართულებით ინგლისიდან ბანკოკში. ფიქრობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა ან იპოვიდა რაიმე სამსახურს რომელიმე  ქვეყანაში.  საბოლოოდ მისმა სიყვარულმა ფოტოგრაფიისადმი გაიმარჯვა და  მისი ცხოვრების მთვარ საქმედ იქცა.
თავიდან იგი მარტო ან შემთხვევით გაცნობილ ჯგუფებთან ერთად მოგზაურობდა. ერთხელ მან გაიცნო გერმანელი ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც 4 თვის განმავლობაში იმოგზაურა. ახლა იგი შეყვარებულთან ლორენთან ერთად მოგზაურობს, რომლის ინსტაგრამიც ასევე ძალიან  საინტერესო და ლამაზია. გირჩევთ სილამაზის ორმაგი დოზისთვის ისიც გამოიწეროთ.

Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram