ავტორი: / 05/09/2016 / კომენტარი არ არის /

ბრაზილიელმა მხატვარმა შექმნა ყველაზე დიდი მურალი (ნახატი კედელზე), სპეციალურად რიოს ოლიმპიადისთვის

ედუარდო კობრამ სპეციალურად რიოს ოლიმპიადისთვის დახატა 2787კვ.მ მურალი სახელწოდებით "ეთნოსები." მისი სიმაღლე 15 მეტრია. მასზე გამოსახულია 5 განსხვავებული სახე, 5 კონტინენტიდან, რომლებიც ასევე გამოხატავენ 5 ოლიმპიურ რგოლს და კულტურულ მრავალფეროვნებას თამაშებზე.  

40 წლის მხატვარი სან პაულოდან 2 თვის განმავლობასი ხატავდა ნახატს. დახარჯა  100 გალონი თეთრი საღებავი, 400 ფერადი და 3500 სპრეის ბალონი.
გინესის რეკორდების წიგნის ექსპერტმა  განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე გრძელი მურალი, რომელიც შეასრულა ერთმა ადამიანმა. 
"ეს არის მსოფლიოს ძირძველი ხალხი. იდეა იმაშია, რომ ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ახლა ჩვენ ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ ბევრი კონფლიქტებით" - ამბობს ედუარდო.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram