ავტორი: / 02/09/2016 / კომენტარი არ არის / ,

სანტექნიკოსი, რომელმაც £14 მილიონი მოიგო, მოგებიდან 2 დღეში სამსახურში დაბრუნდა

52 წლის დოერთის  სასწაულად გაუმართლა, მან £14 მილიონი მოიგო. იგი მეუღლე და ორი შვილის მამაა ელდერსიდან, შოტლანდია. სანტექნიკისა და გათბობის ფირმა 1984 წელს დააარსა, იგი აღიარებს, რომ არ  შეუძლია უსაქმურად ყოფნა

"მე ნამდვილად მიყვარს ჩემი სამსახური, მე მყავს ღირსეული კლიენტები რომლებსაც ვერ ვუღალატებ. შესაძლოა მე უბრალოდ მოვუკლო ტემპს და ვიმუშაო კვირაში მხოლოდ 4 დღე, მაგრამ ჩემს საქმეს არ მივატოვებ.  რომ არ მქონოდა საკუთარი საქმე და მემუშავა სხვა პიროვნებაზე ალბათ წამოვიდოდი სამსახურიდან. "
დოერთიმ და მისმა მეუღლემ ელისონმა მოგების შესახებ 2 ივლისს გაიგეს, მაგრამ მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი შვებულებიდან დაბრუნებულებმა მიაკითხეს პრიზს. მოგებულ ბილეთს კი სახლში, სანათის ქვეშ მალავდნენ.
ოჯახმა თავისებურად აღნიშნა მოგება, შეუკვეთეს დიდი პიცა და ძვირადღირბული ჩანთა ელისონისთვს.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram