ავტორი: / 03/06/2016 / კომენტარი არ არის / ,

Cirque du Soleil - ყველაზე ცნობილი ცირკის ისტორია

ქუჩის გასართობის და საცირკო ხელოვნების დრამატული ნაზავი. დიუ სოლეის ცირკი უკვე 30 წელია ახარებს თავის მაყურებელს თავისი ნომრებით. ცირკი განთქმულია თავისი პრინციპული უარით შოუში ცხოველების მონაწილეობაზე. ყველა ნომერი აკრობატიკის, უცნაური იმიჯის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის ნაზავია.

○ Cirque Du Soleil მსახიობი "Corteo" რეპტიციის დროს . ვალენსია, ესპანეთი. 15 ივნისი, 2011წ. 
○ შოუ "Amaluna" სან-ფრანცისკოში. Amaluna ეს არის ორის სიტყვის შერწყმა-დედა და მთვარე. დიუ სოლეის ცირკის ნებისმიერი შოუ ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია. 
 ○Corteo ეს არის მსახიობების ვნების, ძალის და ელეგანტურობის შერწყმა. მაყურებელი ეფლობა თეატრალურ გასართობ სამყაროში, კომედიაში და საიდუმლოებებში.
○ ცირკის დაბადების თარიღად 1980 წელი ითვლება. შემსრულებლების ჯგუფი გამოვიდა ბე-სენ-პოლის ქუჩებში (კანადა) და აოცებდა მაცხოვრებლებს თავიანთი ილეთებით. პროგრამაში იყო ჟონგლიორების გამოსვლები, მოცეკვავეები და ცეცხლის მომთვინიერებლები. ამჟამად ამით ვერავის გააოცებ და მსახიობების გამოძახება სახლშიც შეიძლება, მაგრამ დიუ სოლეის ცირკი გაიზარდა, დაიხვეწა და ახლა გრანდიოზულ შოუებს დგამს.
○ დღესდღეობით ცირკში მუშაუბენ მსახიობები მთელი მსოფლიოდან.
○ ილეთები ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ ცირკში მუშაობენ მხოლოდ საუკეთესო მსახიობები.
○ დიუ სოლეის ცირკში  პრინციპიალურად არ ჰყავთ ცხოველები და საერთოდ წინააღმდეგები არიან ნებისმიერ ცირკში ცხოველების მონაწილეობაზე.
○დიუ სოლეის ცირკმა  შოუ აშშ-ში პირველად 1987 წელს გამართა. ლოს-ანჯელესში.
○ 1990 წელს კი მათ უკვე პარისსა და ლონდონში იცნობდნენ.
○ განსაკუთრებული ყურადღება ცირკში კოსტუმებს ეთმობა. მათი დამზადება ძნელი შემოქმედებითი პროცესია.
○ მათ 90-იან წლებში დაიპყრეს აზია, მთელი ევროპა და სამხრეთ ამერიკა.
○ მათ შოუები რუსეთშიც გამართეს
○ ითვლება, რომ დიუ სოლეის ცირკმა შემოიტანა ახალი სიცოცხლე საცირკო ხელოვნებაში.
○ ცირკის შტატში 4000 ადამიანია, რაც საშუალებას აძლევთ გამართონ შოუები ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
○ მაგრამ ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია ლას-ვეგასში, სადაც რეგულარულად მართავენ შოუებს. 
○ შოუები იმართება, როგორც ცირკის არენაზე ისე კარვებში და  თეატრებში.
○ ცირკის წლიური შემოსავალი დაახლოებით 600 მილიონია.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram