ავტორი: / 27/05/2016 / კომენტარი არ არის /

ტერი დიუვალის შესანიშნავი ნახატები აკვარელში

ტერი დიუვალი ბვშვობიდან ხატავს ახლა კი პარიზში, დიდ სარეკლამო სააგენტოში, ილუსტრატორად მუშაობს.
თავიდან იგი კომიქსებს ხატავდა და სხვადასხვა ჟურნალებში აგზავნიდა. ხატვა ყველანაირ სტილში და ჟანრში სცადა, მაგრამ მას შემდეგ რაც იტალიურმა რესტორანმა "Raffaelo"მისი პასტელში შესრულებული ნახატების ყიდვა მოისურვა, ტერიმ იფიქრა, რომ კლასიკური ხელოვნების ფორმასაც შეეძლო  შემოსავლის მოტანა.
მან დაიწყო სტილის დახვეწა.

როდესაც ტერი ჯერ კიდევ აბარებდა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, მან აღმოაჩინა მხატვარი დელაკრუა (Delacroix) და მისი ბრწყინვალე ნახატები აკვარელში.
ექსპერიმენტების შემდეგ მან იპოვა საკუთარი სტილი-ძლიერი დეტალიზირება,რომანტიული თემები,რეალურად არსებული ადგილები და სინათლისა და ფერების კომბინაცია.
მას მშობლიური პარიზის ძალიან ბევრი პეიზაჟი აქვს დახატული, განსაკუთრებით დილის სცენები. იგი ამბობს, რომ მას მოსწონს ის განსაკუთრებული სინათლე როდესაც სახლების სახურავები ბრწყინავს წვიმის შემდეგ, როდესაც შენობების მხოლოდ სილუეტი ჩანს და ცხოვრება ქუჩაში თანდათან ცოცხლდება.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram