ავტორი: / 04/05/2016 / კომენტარი არ არის /

დღეს, 4 მაისს დაიბადა ლეგენდარული მსახიობი, სილამაზის ეტალონი ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი, ქალი რომელიც იყო არა მხოლოდ დიდებული მსახიობი, არამედ სილამაზის ეტალონი, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად.
იყო საოცარი ადამიანი და მოსიყვარულე დედა.
იგი ეხმარებოდა ხალხს, ძირითადად ბავშვებს ღარიბი ქვეყნებიდან და იყო გაეროს კეთილი ნების ელჩი.
მას ყოველთვის შეეძლო სიყვარული. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გაცემა ვიდრე მიღება.

"შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები“
"ლამაზი თვალებისთვის ეძებეთ კარგი სხვაში; ლამაზი ტუჩებისთვის ილაპარაკეთ მხოლოდ სიკეთე; წონასწორობისთვის კი იარეთ იმის ცოდნით, რომ თვენ არასოდეს ხართ მარტო."
"ასაკთან ერთად შენ ხვდები, რომ გაქვს ორი ხელი. ერთი საკუთარი თავის და მეორე სხვების დასახმარებლად.“
"სიბერე მე არ მაშინებს, მაშინებს მარტოობა"
"ადამიანები, უფრო მეტად ვიდრე საგნები, უნდა იყვნენ აღდგენილნი, განახლებულნი, გონზე მოსულნი, გამოსწორებულნი. არასოდეს გადააგდოთ ვინმე."
"ყველაზე მნიშვნელოვანია დატკბე ცხოვრებით და იყო ბედნიერი. მხოლოდ ეს ორი რაიმეა მნიშვნელოვანი.“
"ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი სამოსით, ქალის სილამაზე არმდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმას. ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილი სადაც სიყვარული სუფევს.”
"მე მიყვარს ხალხი, რომლებიც მაცინებენ. მე მიმაჩნია რომ სიცილი არის ის რაც ყველაზე მეტად მომწონს. ის კურნავს მრავალ ავადმყოფობას. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანში.”
"მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მე მჯერა რომ სიცილი კალორიების საუკეთესო მტერია. მე მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მე მჯერა სიძლიერის, მაშინაც კი როცა ყველაფერი თავდაყირა დგება. მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მე მჯერა, რომ ხვალინდელი დღე ახალი დღეა და მე საოცრებების მწამს.”
"ქალის სილამაზე წლების მატებასთან ერთად იზრდება”
"ბედნიერი გოგონები არიან ყველაზე მშვენიერები."
"ვისწავლე როგორ ვიცხოვრო და შევხედო სამყაროს. განა უბრალოდ განზე გავდგები და ვუყურებ – არასოდეს გავექცევი ცხოვრებას, არც სიყვარულს, არც არაფერს "
"გული გაგიტყდა? ვერავის განსჯი და ვერც დაადანაშაულებ. უბრალოდ საკმარისად იღბლიანი უნდა იყო,რომ იპოვნო ადამიანი რომელიც დაგაფასებს."

"საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია"

Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram