ავტორი: / 15/05/2016 / კომენტარი არ არის / ,

არქიტექტურული შედევრები, რომლებიც ოდესღაც სიმახინჯედ ითვლებოდა

ჩვენ, ჩვენდა უნებურად კონსერვატიულები ვართ და როდესაც ჩვენს ქალაქში რაიმე ახალი შენობა შენდება, ყოველთვის ვაკრიტიკებთ და ვეძებთ მასში რაიმე ნაკლს.
ვფიქრობთ,აი ადრე იცოდნენ აშენება!
მაგრამ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი წინაპრებიც აკრიტიკებდნენ შენობებს, რომლითაც ახლა ასე ავღფრთოვანდებით. ამის დასამტკიცებლად მოგიყვებით ცნობილი არქიტექტურული შენობების შესახებ, რომლებიც თავიდან საზოგადოებამ სასტიკად გააკრიტიკა .
სამეფო პავილიონი, ინგლისი.
სამეფო პავილიონი ბრაიტონში მდებარობს და დღემდე ყველაზე უჩვეულო შენობად ითვლება ბრიტანეთში.
იგი მომავალმა მეფემ ჯორჯ IV, 3 საუკუნის წინ სანაპიროსთან ააშენა, თავის საყვარელთან მარია ფიცბერგერთან განმარტოებისათვის. 
საზოგადოებამ შენობა სასტიკად გააკრიტიკა. არქიტექტორს გიჟი უწოდეს. შენობა კი გოგრას მიამსგავსეს.                     
იმის გარდა, რომ პავილიონი არ მოსწონდა ხალხს, მან მალე ნგრევა დაიწყო და იგი ადგილობრივ ხელისუფლებას მიყიდეს.
 მაგრამ უცნაური სასახლე გადარჩა, საუკუნებს გაუძლო და ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა.
მას წელიწადში მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს.
მილანის საკათედრო ტაძარი
მილანის საკათედრო ტაძარი გვაოცებს თავისი მასშტაბით, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია უკავია. მას 6 საუკუნე აშენებდნენ რომელმაც, რა საკვირველია შეირია სხვადასხვა სტილი.
საკათედრო ტაძარი დიდებული, მაგრამ უცნაური გამოვიდა.
პირველი კრიტიკა XIX საუკუნეში გაჟღერდა. კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ტაძარმა შეიწოვა ყველაფერი ცუდი სხვადასხვა სტილებიდან.
ახლა მის გაკრიტიკებას არავინ ცდილობს და ყველა არქიტექტურული უცნაურობები მის პლიუსად ითვლება.
ვიტორიანო
ვიტორიანო რომში დაახლოებით 100 წლის წინ, მეფის ვიქტორ ემანუელ II საპატივცემულოდ გაიხსნა. იგი რომაულ სტილში აშენდა, მაგრამ რომაელებმა ვერ დააფასეს იგი და გახსნის შემდეგ მას საქორწინო ტორტი უწოდეს.
მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი
ტაძარს აშენებდნენ, შემდეგ აფეთქებდნენ, კვლავ აშენებდნენ და მას რამდენიმე ავტორი ჰყავს.
 ტაძარი ბოლშევიკების მიერ 30-ან წლებში დაინგრა. თავდაპირველად პროექტში იგი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა.
როდესაც არქიტექტორმა ვიტბერგმა პროექტი ალექსანდრე პირველს ანახა, მან არ დაიშურა ქება. მაგრამ მისმა შემცვლელმა ტახტზე, ნიკოლაი პირველმა  მშენებლობა სხვა არქიტექტორს-ტონის გადასცა და პროექტი სრულიად შეცვალა.
როდესაც კომუნისტებმა ტაძარი გაანადგურეს, მოსკოვის თანამედროვე ხელისუფლებამ აღადგინა სწორედ ტონის პროექტი. 
ტაძარი მდინარე მოსკოვის პირას მდებარეობს, წინათ ადგილობრივი მოსახლება მას "სამოვარს" "სამელნეს"  უწოდებდა.  როდესაც იმპერატორი ეძებდა ადგილს ტაძრის ასაშენებლად მან გაანადგურა დედათა მონასტერი, განაწყენებულმა მოძღვარმა თქვა"დაე აქ სიცარიელე იყოს!"
მის სიტყვებს ჰქონდა შედეგი და მხოლოდ გასულ საუკუნეს მოხდა ტაძრის აღდგენა.

აქილევსის ძეგლი გაიდ-პარკში
ეს ძეგლი ინგლისის მეთაურს, ველინგტონს მიეძღვნა. როდესაც იგი გაიხსნა, ინგლისელები შეძრწუნებულები იყვნენ  შიშველი აქილევსის ძეგლით.
ვენის სახელმწიფო ოპერა
ეს დიდებული შენობა ორი ავსტრიელი არქიტექტორის ხელმძღვანელობით აშენდა, რომლებიც იმპერატორის, ფრანც იოსიფის უზარმაზარ ფულს ხარჯავდნენ.
მისმა თეთრმა მარმარილოს კიბეებმა, ძვირადღირებულმა იატაკმა, ბარზატის დასაჯდომებმა ვერ გადაარჩინეს ნიჭიერი არქიტექტორები სასტიკ კრიტიკას.
მშენებლობის დასრულებამდე მას "ჩაძირული სკივრი უწოდეს" რადგან რესტავრირებული ქუჩების დონემ ერთი მეტრით აიწია და შთაბეჭდილება რჩებოდა რომ შენობა მიწაში ჩაიძირა.
არქიტექტორებმა მაშინვე გააჩუმეს კრიტიკოსები: ერთმა თავი ჩამოიხჩო მეორე კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ისინი ვერ მოესწრნენ იმ დროს როდესაც მათი ქმნილება ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ შედავრად იქნა მიჩნეული.
ეიფელის კოშკი
გაემგზავრო პარიზში და გადაიღო ფოტო ეიფელის კოშკთან თითქმის ყველას ოცნებაა. XIX საუკუნის ბოლოს როდესაც დასრულდა მისი მშენებლობა, პარიზელებმა ვერ შეაფასეს იგი და აღშფოთდნენ მისი სიმახინჯით.
მან ბევრი ცნობილი ხელოვანი გააერთიანა, რომლებმაც შეადგინეს პეტიცია რომ აეკრძალათ ეიფელის დადგმა ქალაქის ცენტრში.
საბედნიეროდ პეტიცია უპასუხოდ დარჩა და ეიფელის კოშკი ერთ-ერთ ყველაზე  პოპულარულ ღირშესანიშნაობად იქცა.
პარიზის ოსმანიზაცია
არქიტექტორმა ოსმანმა, დაახლოებით 2 საუკუნის წინ ჩაიფიქრა გაეფართოებინა პარიზის ქუჩები, რისთვისაც საჭირო იყო ძველი, დანგრეული  სახლების დანგრევა.
მაცხოვრებლები სასტიკად აკრიტიკებდნენ მას და მის ჩანაფიქრს უაზრობად თვლიდნენ.
სამაგიეროდ მისი დამსახურებაა, რომ ახლა შეყვარებულები არ სეირნობენ ჭუჭყიან ქუჩებში და პარიზელები ამაყობენ თავიანთი ქალაქით. 
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram