ავტორი: / 02/02/2016 / კომენტარი არ არის / ,

წყვილმა 6 წელიწადში მოინახულა 50 ქვეყანა და დახარჯა დღეში მხოლოდ 8$

ამ ახალგაზრდა წყვილს პოლონეთიდან, არ ჰქონდა ბევრი ფული, მაგრამ ჰქონდათ ძლიერი სურვილი ენახათ მსოფლიო.
მათ 600$ შეიძინეს ძველი ფურგონი. შეღებეს, შეავსეს კარვებით, საკვებით , სხვა საჭირო ნივთებით და გაემგზავრნენ სამოგზაუროდ.
6 წელიწადში მოინახულეს 50 მდე ქვეყანა, გაიარეს დაახლოებით 150 000 კმ და 5 კონტინენტი.
ისინი არასდროს იხდიან ფულს საცხოვრებელში. საჭმელს ამზადებენ თავად.
 Mellcy.Com წარმოგიდგენთ მათი მოგზაურობის მოკლე ისტორიას.
ალბათ იკითხავთ, როგორ ხარჯავდნენ მხოლოდ 8$ დღეში.
"მთავარი ხარჯი არის საწვავი- ამიტომ სხვა ტურისტები მოგზაურობენ ჩვენთან ერთად და ჩვენ ვიყოფთ მის საფასურს. ვმოგზაურობთ ნელა და ერთ ადგილას ვრჩებით რამდენიმე დღე. ასევე ხალხი გვიკვეთავს საფოსტო ბარათებს სხვადასხვა ადგილებიდან და მათთგან ვიღებთ 1 ლ საწვავს.
ჩვენ არასდროს ვიხდით ფულს საცხოვრებელში, რადგან გვძინავს ფურგონში, კარვებში ან უცხო ხალხი გვეპატიჯება საკუთარ სახლში.
საკვებს ვყიდულობთ სუპერმარკეტებში და ვამზადებთ თავად.
ავსტრალიაში ყოფნის დროს ჩვენ ვჭამდით კენგურუს ხორცს, რადგან ის იყო ყველაზე იაფი ხორცი.
როდესაც მანქანა ფუჭდება ჩვენ მას თავად ვაკეთებთ, იმ შემთხვევაში თუ კი დაგვჭირდა ხელოსნის დახმარება, ხშირად არ გვართმევენ ფულს, რადგან იგებენ ჩვენი მოგზაურობის შესახებ და მათაც უჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ ჩვენთან ერთად.
ჩვენ გვაქვს საკუთაი ელექტრონული შხაპი და 150ლ წყლის ავზი სახურავზე. კონტინენტებს შორის მანქანა გემით გადაგვყავს. ეს საკმაოდ ძვირია, მაგრამ ხანდახან ჩვენ გვყავს სპონსორები, რომლებიც გვიხდიან მის საფასურს და ჩვენ ვათავსებთ მათ რეკლამას ჩვენს ფურგონზე.
ჩვენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია პოლონეთში და ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ როგორც ბლოგერები, საიდანაც გვაქვს შემოსავალი.იმის გამო რომ ჩვენ ვატარებთ დიდ დროს მგზავრობაში ჩვენთვის მთავარია ლეპტოპი და ინტერნეტი.
ჩვენ უკვე გამოუშვით 2 წიგნი ჩვენს მოგზაურობაზე , ვაკეთებთ ფოტოსესიებს სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, ვიღებთ სარეკლამო რგოლებს ეგზოტიკურ ადგილებში და კომპანიები გვიხდიან ამისათვის. ხანდახან ვმუშაობთ როგორც დიზაინერები და IT სპეციალისტები."
მათი ავტომობილი ადრე და ახლა
სელფი ცხოველებთა ერთად
გრანდ კანიონი 
ლუპინების მინდორი ისლანდიაში
ისლანდიის ცხელი წყლები
სელფები ყველაზე საოცარ ადგილებში
ნორვეგიის გიგანტური კლდეები
ვენეცია
ისლანდიის ველური ცხვრები
გასეირნება აქლემით საჰარაში
საყვარელი სახლი ისლანდიაში
სხვა ტურისტებთან ერთად
Valley of Fire
ვახშამი გრანდ კანიონის  ხედით 
შობა ფურგონში
ღამისთევა 
ხანდახან მათ უერთდებიან სხვა ტურისტები
როგორც იქნა დაინიშნენ 
ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა...
მათი ბლოგი -  http://www.busemprzezswiat.pl/ 
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram