ავტორი: / 02/10/2015 / კომენტარი არ არის /

Gili Lankanfushi Maldives- საუკეთესო სასტუმრო მსოფლიოში

საიტმა მოგზაურებისათვის (Tripadvisor ) Gili Lankanfushi Maldives 2015 წლის საუკეთესო სასტუმროდ დაასახელა.

ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მალდივებზე, კერძო კუნძულ Lankanfushi- ზე დებარეობს.
სასტუმრო მოიცავს 45 მდიდრულ ვილას, რომლებიც წყალში, ბოძებზე დგას.
სასტუმრო მდებარეობს მალდივების კუნძულების დედაქალაქი მალედან, კატერით 20 წუთის სავალზე.
ეს არის პატარა სამოთხე, სადაც თითოეულ ვილას აქვს საკუთარი ნავის მისადგომი.
სასტუმროში 7 ბუნგალოა, სახელწოდებით Crusoe Residence, რომლებზეც მოხვედრა მხოლოდ საკუთარი ნავითაა შესაძლებელი.
ერთი ვილა კი სახელწოდებით Private Reserve სთავაზობს სტუმრებს 1400 მ2  საცხოვრებელ ფართს.
 ეს არის ყველაზე მდიდრული და დიდი ვილა ლაგუნას შუაგულში.
ის მოშორებლია კუნძულს 500 მ-ით. სხვა ბუნგალოს კი 300 მ-ით.
სასტუმროს აქვს კინოთეატრი, სპა-ცენტრი, კომფორტული მოსასვენებლები სანაპიროზე  და რამდენიმე რესტორანი.
სპა-ცენტრში სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ მასაჟით და დატკბნენ მოცურავე თევზებით, გამჭვირვალე იატაკიდან.
Related Posts

Facebook

მუსიკა განწყობითვის!

პოპულარული პოსტები

გამოიწერე @Instagram